ეს ვებსაიტი იყენებს ქუქი-ჩანაწერებს

გაცნობებთ, რომ ეს ვებსაიტი, მისი მოსახერხებელი და მაღალეფექტიანი მოხმარებისათვის, იყენებს საკუთარ, ტექნიკურ და მესამე მხარის ქუქი-ჩანაწერებს. აგრძელებთ რა ამ ვებსაიტის მოხმარებას, თქვენ გამოხატავთ თანხმობას ქუქი-ჩანაწერების გამოყენებაზე.

პირადი სივრცე

ჩვენ შესახებ

კომპანია „DAC“ დაფუძნდა 2001 წლის დეკემბერში. მას შემდეგ მისი მუშაობის ძირითადი მიმართულებაა ელექტრონული სათადარიგო ნაწილებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა; აგრეთვე გამზომი ხელსაწყოები, ელექტრონული სახელოსნო აპარატურა, ელემენტები, აკუმულატორები, დამტენები და მრავალი სხვა. დღეს „DAC“ ლიდერია საქართველოს ბაზარზე მოცემულ სექტორში. კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციითა და მომსახურებით უზრუნველყოს მომხმარებელი. ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია ორ ფილიალში, რომლებიც მდებარეობს:

  1. თბილისი, საბურთალო, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი № 7
    ტელ: 032 299 09 29
  2. თბილისი, დიღმის მასივი, ნოდარ ბოხუას ქუჩა № 4
    ტელ: 032 218 21 00

ჩვენს მაღაზიებში დაგხვდებათ მყუდრო გარემო, პროდუქციის ფართო არჩევანი და მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი პროდუქციის შეძენაში.

„DAC“ გეგმავს შემდგომ გაფართოებასაც, რათა მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს ისარგებლოს მაღალი ხარისხის მომსახურებით საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

მადლობას გიხდით ყურადღებისათვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ვებგვერდი დაგეხმარებათ…!